09 ოქტომბერი 2024,   20:28
ვრცლად
ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ დოკუმენტი უკან არ გაიწვია

ევროსაბჭოში საქართველოს შესახებ მომზადებული დოკუმენტის უკან გაწვევას მხარი არ დაუჭირეს.  

მომხსენებელმა მაიკლ იანსენმა მოითხოვა დოკუნეტის უკან გაწვევა იმ არგუმენტით, რომ მომხსენებლებსა და გამომსვლელებს შორის პოზიციების სხვაობაა.  დოკუმენტის გაწვევის საკითხი დადგა კენჭისყრაზე, რომელიც 60-51-ის წინააღმდეგ შედეგით დასრულდა.ეს კი იმას ნიშნავს, რომ  დოკუმენტს არ გაიწვევენ.  

ამ წუთებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ მომზადებულ ანგარიშში შესწორებების საკითხს განიხილავს. მას შემდეგ, რაც ევროპელი პოლიტიკოსები გადაწყვეტენ, დარჩეს თუ არა ტექსტში ეს შესწორებები, დოკუმენტი კენჭისყრაზე გავა.

დოკუმენტი დღესვე უნდა იქნას განხილული, რომელიც საქართველოში არსებული მდგომარეობა დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით რამდენიმე მიმართულებით არის გაკრიტიკებული.

დღეს ამ კენჭისყრამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ ამ დოკუმენტს გაიწვედნენ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკის საგანი გახდა.   

დღის ამბები