03 ოქტომბერი 2024,   15:20
ვრცლად
"რუსეთის ნაბიჯები მარცხისთვისაა განწირული," - დავით უსუფაშვილი

„მყარად და მტკიცედ უნდა განვუცხადოთ ყველას, პირველ რიგში კი აგრესორს, რომ მისი ეს ნაბიჯები არის მარცხისთვის განწირული და რომ ჩვენმ ქართველები, საქართველოს მოქალაქეები არასდროს არ შევეგუებით იმას, რაც სურს რუსეთს,“ - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

დღესვე საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა გიორგი მარგველაშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებითა ილაპარაკა. დავით უსუფაშვილი მზად არის პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კონსულტაციებში აქტიურად ჩაერთოს.

"როგორ წარმოგიდგენიათ, საქართველოს რომელიმე მოქალაქემ თქვას, რომ არ ჩაერთვება ამ პროცესში. ჩვენ შევეგუებით მხოლოდ იმას, რაც გვსურს ჩვენ და რაც ენდომება აფხაზ ხალხს, როცა მათ ექნებათ თავიანთი სურვილის თავისუფლად გამოთქმის და აღსრულების შესაძლებლობა," - აღნიშნა უსუფაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები