03 ოქტომბერი 2024,   15:22
ვრცლად
კობი-გუდაურის მონაკვეთზე 50-ზე მეტი სატვირთოა ჩარჩენილი [ფოტოკოლაჟი]

დიდთოვლობაა საქართველოს რამდენიმე რეგიონში. წუხელ მოთოვა თბილისის შემოგარენში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთის ნაწილში. რამდენიმე საათით დაკეტილი იყო გომბორის უღელტეხილი, თუმცა ღამის განმავლობაში გზა გაწმინდეს და მოძრაობაც აღდგა.

ამ დრომდე შეზღუდვებია ჯვრის უღელტეხილზე, სადაც მოძრაობა მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითა და ორხიდიანი მანქანებით არის დაშვებული.

"რუსთავი 2-ის" გადამღები ჯგუფი პრობლემურ მონაკვეთამდე მივიდა და ჩარჩენილ მძღოლებს გაესაუბრა. ამ დროისათვის კობი-გუდაურის მონაკვეთზე 50-ზე მეტი სატვირთოა ჩარჩენილი. მძღოლების ნაწილი აცხადებს, რომ საჭირო რაოდენობის ტექნიკა არ არის მობილიზებული, რის გამოც გზის გაწმენდა დროულად ვერ ხერხდება და მხოლოდ ერთხელ დაყარეს მარილი.

„სამუშოებს მიზამიმართულად არ ატარებენ, რათა თოვლში ჩარჩენილი მანქანები სოლიდური თანხის სანაცვლოდ ამოიყვანონ,“ - განაცხადა ერთ-ერთმა მძღოლმა.

ჯვრის უღელტეხილზე კვლავ ინტენსიურად თოვს. ადგილობრივი მოსახლეობა ნალექის მატებას ვარაუდობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები