03 ოქტომბერი 2024,   15:26
ვრცლად
ფარული მოსმენების 2-გასაღებიანი კანონპროექტი უმრავლესობაშიც არ მოსწონთ

ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტი უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობის მიზეზად რჩება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ამ წუთებში ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტს განიხილავენ. თუმცა კომიტეტის წევრების უმეტესობა დოკუმენტის ნაჩქარევად მომზადებაზე ლაპარაკობს.

თინა ხიდაშელის თქმით, ის ნაჩქარევად არის გაკეთებული და ბევრი რამე აკლია. თუმცა, თუ იქნება შესაძლებლობა, რომ დეპუტატებმა გაუმჯობესებული ვერსია მიიღონ, ისინი მცდელობას არ დააკლებენ.

„ყველა ინიციატივა განსახილველია. ჩვენ ვეცდებით, რომ ის იყოს თანხვედრაში ადამიანის უფლებათა ძირითად პრინციპებთან და სახელმწიფო ინტერესებთან,“ - აღნიშნა ხიდაშელმა „კურიერთან" საუბრისას. 

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი შალვა შავგულიძე კი მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტის სრულფასოვან კანონპროექტამდე მიყვანა შეუძლებელია.

„ამ დოკუმენტში უარყოფილია ის დებულებები, რომელიც ჩვენ მივიღეთ აგვისტოში და რომელიც მოწონებულია ევროსაბჭოს ექსპერტების მიერ,“ - განაცხადა შავგულიძემ.

უმრავლესობის წევრს გია ვოლსკის კი მიაჩნია, რომ მისი თანაგუნდელების მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი სრულყოფილია. რაც შეეხება ხმალაძის ვარიანტს, მისი თქმით, "რაღაც რაციონალური ამ ვერსიაშიც არის," თუმცა, მისი აზრით, მარეგულირებელ საბჭოში შესაბამისი ტექნიკური და სამართლებრივი საფუძველის შექმნა შეუძლებელია.  

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს, ე.წ. 2-გასაღებიან პრინციპს ითვალისწინებს და ის გასაღების შსს-თვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის გადაცემას ითვალისწინებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები