03 ოქტომბერი 2024,   15:20
ვრცლად
ფარულ მოსმენებზე 2 გასაღების პრინციპი კვლავ კრიტიკის ობიექტია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელი ნინო ალექსიძე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით წარმოდგენილ კანონპროექტს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მასში უარყოფილია ყველა ის დებულება, რომელიც ექსპერტების მიერ იყო შემოთავაზებული.

„მათი შემოთავაზებული 2 გასაღები არ მოქმედებს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში და თუ ინტერნეტიდან ხდება მონაცემების მოპოვება, ინტერნეტტრაფიკს ახორციელებს შსს ერთი გასაღების მეშვეობით,“ - განაცხადა ნინო ალექსიძემ.

კანონპროექტს აკრიტიკებს კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდეც.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი კი აცხადებს, რომ მისი აპარატის მიზანი ფარული მოსმენების პროცესში მკაფიო, ნათელი და სამართლიანი როლის უზრუნველყოფაა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები