03 ოქტომბერი 2024,   15:20
ვრცლად
„ეს არის ჩინოვნიკების კეთილდღეობაზე ორიენტირებული ბიუჯეტი,“ - ალეკო ელისაშვილი დედაქალაქის ბიუჯეტს აკრიტიკებს

„ეს არის ჩინოვნიკების კეთილდღეობაზე ორიენტირებული ბიუჯეტი,“ - ეს განცხადება საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა გააკეთა და განაცხადა, რომ მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარეს დღეში 700 ლიტრი ბენზინი, ხოლო კომისიის თავმჯდომარეებს და სხვა თანამდებობის პირებს 500 ლიტრი საწვავი აქვთ გამოყოფილი.

ელისაშვილის თქმით, 2015 წლის დედაქალაქის ბიუჯეტში 90 მილიონი ლარი გათვალისწინებულია მხოლოდ მერიის და საკრებულოს ფუნქციონირებისთვის.  

ელისაშვილის ბრალდებებს საკრებულოს უმრავლესობაში პასუხობენ და აცხადებენ, რომ ბენზინის არამიზნობრივად დახარჯვა ვერ მოხერხდება და მას სახლში ვერავინ ვერ წაიღებს. საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის ნუგზარ მალაღურაძის განცხადებით, ბიუჯეტში გამოყოფილი თანხის უკან ბევრი ადამიანი დგას, რომლებმაც საკუთარი შრომისთვის შესაბამისი ანაზღაურება უნდა მიიღონ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები