03 ოქტომბერი 2024,   15:12
ვრცლად
„კანონი არ დამირღვევია,“ - 115-ე სკოლის დირექტორი გათავისუფლებულ თანამშრომელს პასუხობს

„მე კანონი არ დამირღვევია,“ - ასე ეხმაურება 115-ე საჯარო სკოლის დირექტორი ფიქრია ღამბაშიძე მისი ყოფილი მოადგილის ლანა ღონღაძის განცხადებას. ღამბაშიძე აცხადებს, რომ მას არც ერთი თანამშრომლის უფლებები არ დაურღვევია და სკოლაში განხორციელებული ცვლილებები კანონის ფარგლებში ჯდება.

ღამბაშიძე „რუსთავი 2- თან“ საუბრისას განმარტავს, რომ დეკრეტში მყოფი ღონღაძე მას სამსახურიდან არ გაუთავისუფლებია. ღამბაშიძის განცხადებით, ღონღაძე სკოლაში ავტომობილების მართვის მასწავლებლად რჩება.

„მე მქონდა უფლება კანონით, დამენიშნა ჩემს მოადგილედ ნდობით აღჭურვილი პირი,“ - აცხადებს ღამბაშიძე.

115-ე სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ მზად არის, სასამართლოში დაამტკიცოს მისი უდანაშაულობა და ის, რომ მას კანონი არ დაურღვევია.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები