09 ოქტომბერი 2024,   18:16
ვრცლად
"დალია გრიბაუსკაიტემ შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის ბედი გაიზიაროს," - რუსეთის სათათბიროს თავმჯდომარე სერგეი ნარიშკინი

"დალია გრიბაუსკაიტემ შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის ბედი გაიზიაროს," - ეს განცხადება რუსეთის სათათბიროს თავმჯდომარემ სერგეი ნარიშკინმა ლიტვის პრეზიდენტის ანტირუსული განცხადებების საპასუხოდ გააკეთა.

დალია გრიბაუსკაიტემ რუსეთთან დაკავშირებით განცხადება გასულ კვირას გააკეთა და მას ტერორისტული სახელმწიფო უწოდა. 

სერგეი ნარიშკინის კომენტარს რუსული მედიასაშუალებები ავრცელებენ. 

"ლიტვის პირველ პირს სურს თავი მოაწონოს ნაციონალ-რადიკალებს, ნეონაცისტებს და სხვა მარგინალებს," - განაცხადა ნარიშკინმა და აღნიშნა, რომ "მსგავსი განცხადებების გამო ლიტვის პირველმა პირი შესაძლოა ისეთივე მდგომარეობაში აღმოჩნდეს, როგორშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია".

"სად არის სააკაშვილი ახლა? ის დევნილია საქართველოდან. მას ხელს აღარავინ უწვდის," - განაცხადა ნარიშკინმა.

 

დღის ამბები