03 ოქტომბერი 2024,   15:17
ვრცლად
„ნუ მოვატყუებთ ხალხს, აქ ორი გასაღები არ არის,“- თინა ხიდაშელი ბესელიას კანონპროექტზე

„ნუ მოვატყუებთ ერთმანეთს და ნურც ხალხს. აქ ორი გასაღები არ არის,“ - ასე შეაფასა იურიდიული კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ თინა ხიდაშელმა ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის მიერ მომზადებული კანონპროექტი მოსმენების შესახებ.

რესპუბლიკური პარტიის წევრი თინა ხიდაშელი ფიქრობს, რომ კანონპროექტი ძალიან ჰგავს არსებულ კანონს და მასში რეალური წინსვლა არ არსებობს.

ხიდაშელი არც აღნიშნული პროექტის მხარდაჭერას გეგმავს.

„ტყუილია ორგასაღებიანობაზე ლაპარაკი. საკონტროლო გასაღები აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს,“ - აცხადებს თინა ხიდაშელი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები