03 ოქტომბერი 2024,   15:18
ვრცლად
"კაცები ქალთა უფლებებისთვის" - გაეროს ღონისძიებაში დავით უსუფაშვილმა მიიღო მონაწილეობა

"კაცები ქალთა უფლებებისთვის" - ამ სახელწოდებით დღეს თბილისში გაეროს ქალთა ორგანიზაციამ კონფერენცია გამართა, რომელშიც მონაწილეობა პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო. 

დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ სურს ქალთა უფლებების დაცვა "ასეთი მნიშვნელოვანი აღარ იყოს და ქალთა უფლებებზე საუბარი აღარ გვიწევდეს. არადა, დღეს საჭიროა, ვინაიდან უთანასწორობა და გენდერულ საკითხებზე დისკრიმინაცია, ძალადობა, ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია".

"ჩვენ მზად ვართ, საკანონმდებლო დონეზე რაღაც გარკვეული გარღვევებიც მოვახდინოთ ბევრი მიმართულებით იმისთვის, რომ გაიზარდოს ქალთა დაცულობა," - განაცხადა უსუფაშვილმა.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია მოუწოდებს მამაკაცებს, მხარი დაუჭირონ გენდერულ თანასწორობას. 

ამავე თემაზე
დღის ამბები