03 ოქტომბერი 2024,   15:12
ვრცლად
შსს-ს მიერ მომზადებული ნახევარწუთიანი ვიდეორგოლი ოჯახურ ძალადობაზე

ნახევარწუთიანი ვიდეორგოლი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ხვალიდან გავრცელდება. გზავნილის მთავარი ადრესატები ქალები არიან.

საინფორმაციო რგოლი შინაგან საქმეთა სამინისტროს სოციალური კამპანიის ნაწილია. ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო პროექტი ”არა ძალადობას!” უწყებამ, მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, დღეს წარადგინა. რამდენიმეკვირიანი სოციალური კამპანიის მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ კონფლიქტური ოჯახების პერიოდული კონტროლი დაიწყო. ამისთვის შსს-მ უბნის ინსპექტორების და პოლიციის თანამშრომელთა გადამზადება დაიწყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები