03 ოქტომბერი 2024,   15:21
ვრცლად
რკინიგზელები გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ

მეცამეტე ხელფასის, ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურებისა და თანამშრომელთა სტაჟისა და კლასიფიკაციის მიხედვით დაყოფის მოთხოვნით რკინიგზის თანამშრომლების ნაწილი უვადოდ გაიფიცა.

მემანქანეებმა, გამცილებლებმა და ტექნიკურმა პერსონალმა მუშაობა დილის 10 საათიდან შეწყვიტეს.

ისინი აცხადებენ, რომ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ.

როგორც „კურიერთან“ საუბრისას რკინიგზელთა პროფკავშირების წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათ ხელმძღვანელობას საკუთარი მოთხოვნები უკვე აცნობეს, თუმცა ჯერჯერობით არც ერთი მათგანი შესრულებული არ არის.

გაფიცვის შედეგად შეჩერებულია სატვირთო მატარებლების მოძრაობა სამტრედიის, ზესტაფონის, ხაშურის, გორის, რუსთავისა და ქსნის მიმართულებით. შეფერხება ნაწილობრივ შეეხო თბილისსაც.

სამგზავრო მატარებლები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები