03 ოქტომბერი 2024,   15:18
ვრცლად
საქართველოს რკინიგზა გაფიცულ თანამშრომლებს პასუხობს

“საქართველოს რკინიგზა აგრძელებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმს, რკინიგზელების უმრავლესობა არ იფიცება,” - ეს განცხადება საქართველოს რკინიგზამ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ  საქართველოს რკინიგზაში პროფკავშირების ერთ ჯგუფსა და მენეჯმენტს შორის თანამშრომელთა მცირე ჯგუფის მიერ წამოყენებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით რამდენიმე შეხვედრა გაიმართა.

რკინიგზის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 9 პუნქტიდან საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტმა 7 დადებითად გადაჭრა, დარჩენილი 2 პუნქტიდან კი ერთ სასამართლო განხილვის საგანია, ხოლო მეორეზე ვერ მოხერხდა შეთანხმება.

„თუკი გავითვალისწინებთ საქართველოს რკინიგზის ახალი მენეჯმენტის მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში კომპანიის შიგნით გატარებულ კორპორატიულ-სოციალურ პოლიტიკას და მის კონსტრუქციულ ნაბიჯებს თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიმართულებით, პროფკავშირის ამ ჯგუფის მიერ დაჟინებით გაფიცვის ფორმატის შერჩევა და რადიკალური პოზიცია ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ გაფიცვა წარმოადგენს მათი ცალკეული ხელძღვანელების თვითმიზანს და არა მოლაპარაკების და დიალოგის გზით საკითხების მოგვარების სურვილს,“ - აღნიშნულია რკინიგზის ხელმძღვანელობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში და ასევე ხაზგასმულია, რომ უწყება გამოთქვამს მზადყოფნას გამჭვირვალედ და კანონის დაცვით წარიმართოს ეს პროცესი, რაც ადასტურებს მის პროგრესულ ხედვას მსგავსი ტიპის პროცესებთან მიმართებით.

ამავე თემაზე
დღის ამბები