09 ოქტომბერი 2024,   18:19
ვრცლად
"სანქციები რუსეთის მიმართ გარდაუვალია," - ანგელა მერკელი

გემრანიის კანცლერი ანგელა მერკელი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აუცილებლად მიიჩნევს. მერკელის თქმით, ოფიციალური მოსკოვის წინააღმდეგ შეზღუდვების დაწესება მანამდე იქნება საჭირო, ვიდრე უკრაინის კრიზისის მოგვარებაში რუსეთის წვლილი მნიშვნელოვანი არ გახდება.

"სანქციები გარდაუვალია, სანამ რუსეთი რამეს იღონებს უკრაინის კრიზისის დასაძლევად,“ - ეს განცხადება ანგელა მერკელმა „ევროპული საოჯახო ბიზნესის“ კონგრესზე გააკეთა. 

მიუხედავად იმისა, რომ სანქციები გერმანიის ეკონომიკასაც აყენებს ზიანს, მერკელის შეფასებით, მათზე უარის თქმა ჯერ ძალიან ნაადრევია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები