03 ოქტომბერი 2024,   15:18
ვრცლად
რკინიგზის დეპარტამენტი გაფიცული თანამშრომლების ბრალდებებს უარყოფს

რკინიგზის დეპარტამენტში სატვირთო მატარებლების გადაადგილებასთან დაკავშირებით შეფერხებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ სისტემა სრული დატვირთვით მუშაობს.

უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის დაჩი ცაგურიას განცხადებით, გაფიცულია მხოლოდ თანამშრომელთა მცირე ჯგუფი, რომელთა მოთხოვნების უმრავლესობა დაკმაყოფილებულია. შეთანხმება მხოლოდ 2 საკითხზე ვერ ხერხდება.

„ახალი მენეჯმენტის შემოსვლის შემდეგ საქართველოს რკინიგზის სახელფასო ფონდი 99 მილიონიდან 147 მილიონამდე გაიზარდა. უამრავი თანხა მიმართულია რკინიგზაში დასაქმებული ადამიანების პირობების გასაუმჯობესებლად,“ - განმარტა ცაგურიამ „კურიერთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ რკინიგზის თანამშრომელთა ნაწილის გაფიცვის გამო დილიდან შეჩერებულია სატვირთო მატარებლების მოძრაობა ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე მიმართულებით.

მემანქანეები, გამცილებლები და ტექნიკური პერსონალი ანაზღაურებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ.  

ამავე თემაზე
დღის ამბები