03 ოქტომბერი 2024,   15:25
ვრცლად
„ნაციონალების“ თქმით, საცობების პრობლემის მოსაგვარებლად 20 მილიონი ლარი უნდა გამოიყოს

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, თბილისის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული საცობების აღმოფხვრისთვის აუცილებელი ღონისძიებები და დედაქალაქის შესაბამისი სამსახურები ამ პრობლემის მოსაგვარებლად არ მუშაობენ.

ამ საკითხებზე სასაუბროდ „ნაციონალები” თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსს პაატა ჯაჭვლიანს საკრებულოში ფრაქციის სხდომაზე იწვევენ. ფრაქციაში აცხადებენ, რომ მათ საკუთრი პროექტი აქვთ, რომელზეც დაგეგმილ შეხვედრაზე ილაპარაკებენ და ამ პრობლემის მოსაგვარებლად ბიუჯეტიდან მინიმუმ 20 მილიონი ლარი უნდა გამოიყოს.

პაატა ჯაჭვლიანს საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარასკევს, 11 საათზე ერლოდებიან.

„კურიერი“ ამ საკითხზე ქალაქის მერს დავით ნარმანიასაც ესაუბრა. მისი თქმით, დედაქალაქის მთავრობამ უკვე დაიწყო საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

„იგეგმება პუშკინის გამზირზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენა, სანაპიროს გაფართოების პროექტები. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის, რომ შუქნიშნების მართვასთან დაკავშირებით მიმდინარე პროექტი დამატებით შედეგს მოგვცემს,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. მისივე თქმით, მომდევნო წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია რამდენიმე ხიდის რეაბილიტაცია, მაგრამ არა მშენებლობა.

ამავე თემაზე
დღის ამბები