03 ოქტომბერი 2024,   15:20
ვრცლად
მისურის შტატში არეულობა გრძელდება

ფერგიუსონის პოლიცია დემონსტრანტებს დაშლისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასობრივი დაპატიმრებების დაწყებით იმუქრება.

მეორე დღეა ქალაქში არეულობა გრძელდება. ქუჩაში გამოსული ხალხი ფერადკანიანი მოზარდის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციელის დასჯას მოითხოვს.

დემონსტრანტებმა ქალაქის პოლციის განყოფილება ალყაში მოაქციეს და მათ საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდნენ. შემდეგ კი იერიში მიიტანეს საპატრულო მანქანებზე და დაწვეს.

მისურის შტატში მიმდინარე აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს მთელი ქვეყნის მასშტაბით. საპროროტესტო მსვლელობებს შეუერთდნენ ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში. მომიტინგეებმა ცოტა ხნით ბრუკლინის ხიდი გადაკეტეს და ტრანსპორტის მოძრაობა შეაჩერეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები