03 ოქტომბერი 2024,   15:25
ვრცლად
გაფიცული რკინიგზელები პროტესტს არ წყვეტენ და მასშტაბური აქციებით იმუქრებიან

საქართველოს რკინიგზაში გაფიცვა გრძელდება.

დღეს დილიდან სამუშაო პროცესი შეფერხდა თბილისის მახარისხებელ დეპოშიგაფიცვაა რკინიგზის რამდენიმე რეგიონულ განყოფილებაშიც

თბილისელ რკინიგზელებს კახეთის რეგიონიც შეუერთდა. აქციის მონაწილეები გურჯაანის რკინიგზასთან შეიკრიბნენ და დეპარტამენტის მიერ გაცემული დაპირებების შეუსრულებლობა გააპროტესტეს.

გაფიცულ თანამშრომლებს კონკრეტული მოთხოვნები აქვთ და ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მასშტაბური პროტესტით იმუქრებიან. გაფიცულები არ გამორიცხავენ, რომ რკინიგზის ხელმძღვანელობის თანამდებობიდან გადაყენების საკითხიც დააყენონ.

შეგახსენებთ, რომ რკინიგზელების პროტესტის ძირითადი მიზეზი ახალი სახელფასო სისტემაა, რომლის მიხედვითაც თითოეული რკინიგზელი ვალდებულია ჩააბაროს გამოცდა, რის საფუძველზეც გადაწყდება ხელფასის მატების ან დაკლების საკითხი.

აქციის მონაწილეები კომისიას, რომელმაც ტესტირება უნდა ჩაუტაროს, არ ენდობიან და მოითხოვენ, მათი ხელფასები პირდაპირ, ყოველგვარი ტესტირების გარეშე გაიზარდოს.

პროტესტი თბილისის მახარისხებლის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე გრძელდება და აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები