09 ოქტომბერი 2024,   18:15
ვრცლად
ევროპაში ულტრამემარჯვენე პარტიებს რუსეთთან კავშირში ადანაშაულებენ

ევროპაში ულტრამემარჯვენე პარტიებს რუსეთთან კავშირში ადანაშაულებენ. პოლიტიკური გამოცემა eu-observer ყველა იმ პოლიტიკურ გაერთიანებას ასახელებს, რომელთაც კრემლისგან ფულის მიღებაში ადანაშაულებენ.

სტატიის თანახმად, ავსტრიაში ამ ბრალდების ადრესატი "თავისუფლების პარტია" გახდა, რომლის წევრებიც მოსკოვში გამართულ კონფერენციას ესწრებოდნენ. რუსეთისგან დაფინანსებაში ადანაშაულებენ პარტია "გერმანულ ალტერნატივას" და ფრანგულ "ნაციონალურ ფრონტს," რომელმაც აღიარა, რომ რუსული სახელმწიფო ბანკისგან სესხის სახით 9 მილიონი ევრო მიიღო.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ პრორუსული ქსელი ბოლო დროს უნგრეთშიც გამოჩნდა.

გამოცემის თანახმად, ერთ-ერთი ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერის წინააღმდეგ რუსული სპეცსამსახურისგან ფულის მიღებაზე გამოძიებაც კი დაიწყო. ჟურნალისტის შეფასებით, ეს პარტიები ევროპარლამენტში არასდროს ემხრობიან იმ რეზოლუციებს, რომლებშიც მოსკოვის პოლიტიკაა გაკრიტიკებული.

დღის ამბები