03 ოქტომბერი 2024,   15:22
ვრცლად
ეკონომიკის მინისტრი გაფიცულ რკინიგზელებთან დიალოგს აუცილებლად მიიჩნევს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაფიცულ რკინიგზელებთან დიალოგს აუცილებლად მიიჩნევს.

მინისტრმა განაცხადა, რომ ის უკვე ესაუბრა რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელობას.

„დიალოგი უნდა გაიმართოს ამ ადამიანებთან. მათ აქვთ გარკვეული კითხვები. მენეჯმენტი მათ მოუსმენს და შეძლებისდაგვარად გაითვალისწინებს მათ მოსაზრებებს,“ - აღნიშნა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.  

კვირიკაშვილმა ასევე განმარტა, რომ მიუხედავად გაფიცვისა, რკინიგზა შეუფერხებლად მუშაობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები