03 ოქტომბერი 2024,   15:22
ვრცლად
არქეოლოგებმა სამეგრელოში VII-VIII საუკუნის ოქროს ნაკეთობები იპოვეს

არქეოლოგიური აღმოჩენა სამეგრელოში. მეცნიერებმა მეშვიდე-მერვე საუკუნის ოქროს ნაკეთობები იპოვეს.

ოქროს ნაკეთობების გარდა, ნაპოვნია ხის სტრუქტურით შემოკავებული აკლდამა, რომელიც საქართველოსთვის დამახასიათებელ სამარხთა ტიპებს არ განეკუთვნება.

ექსპონატები ზუგდიდის მუზეუმს გადაეცემა. თუმცა მანამდე მათ გერმანიის ლაბორატორიაში შეისწავლიან. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს ნივთების ზუსტი ასაკი და შეადარონ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას გაკეთებულ მსგავს აღმოჩენებს.

გათხრები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში მიმდინარეობს. არქეოლოგების აზრით, გათხრები უნდა გაგრძელდეს, რადგან საქმე აქვთ დიდი ქალაქის ნანგრევებთან. მათი განმარტებით, ისტორიული წყაროების მიხედვით, სოფელ ერგეტას ტერიტორიაზე მდინარისპირა ქალაქი მდებარეობდა. ერგეტას არქეოლოგიური აღმოჩენა შემთხვევით მოხდა. ადგილობრივმა მცხოვრებმა უძველესი ნივთები მიწის დამუშავებისას იპოვა.

დღის ამბები