03 ოქტომბერი 2024,   15:19
ვრცლად
„ამ მონაცემებზე წვდომა კანონის ფარგლებში შსს-ს უნდა ჰქონდეს," - იუსტიციის მინისტრი ფარულ მოსმენებზე

„წვდომა კანონის ფარგლებში ამ მონაცემებზე უნდა ჰქონდეს შსს-ს, რომელიც, არ უნდა დაგვავიწყდეს, არის ორგანო, რომელიც ებრძვის დანაშაულს,“ - ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით გააკეთა.

თეა წულუკიანი ასევე განმარტავს, რომ უნდა არსებობდეს შსს-ს მაკონტროლებელი ორგანო და მისი მოსაზრებით, ეს  უნდა იყოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი. 

მინისტრის თქმით, მისთვის უცნობია, თუ რომელ კანონპროექტშია მისი პოზიცია უკეთ ასახული. თუმცა ის სწორედ ასეთ კანონპროექტს დაუჭერს მხარს.  

ამავე თემაზე
დღის ამბები