03 ოქტომბერი 2024,   15:12
ვრცლად
ქუთაისის მერიის საფინანსო სამსახურის თანამშრომელი რამდენიმე წუთის წინ გარდაცვლილი იპოვეს

ქუთაისის მერიაში რამდენიმე წუთის წინ ერთ-ერთი თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს.

55 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობია. თუმცა მერიაში აცხადებენ, რომ უბედური შემთხვევა შესაძლოა გულის შეტევას გამოეწვია. გარდაცვლილი დიაბეტით იყო დაავადებული.

როგორც ცნობილია, უბედურ შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე მამაკაცმა მერიის თანამშრომელთა გასაუბრებაში მიიღო მონაწილეობა, რის შემდეგაც რამდენიმე წუთში ის გარდაცვლილი იპოვეს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახური.

დღის ამბები