03 ოქტომბერი 2024,   15:25
ვრცლად
"კანონები პოპულარობის მოსატანად არ იწერება," - ეკა ბესელია

„არ მიმაჩნია გამართლებულად, რომ ჩვენს ერთადერთ არგუმენტად ის დავასახელოთ, თუ რატომ არ უნდა დარჩეს გასაღები შსს-ს, რომ ეს უწყება გუშინ ცუდად იქცეოდა, საშინელი ფაილები გროვდებოდა მერაბიშვილის დროს, ადამიანების უფლებებს არღვევდნენ, მათ ესროდნენ,“ - ეს განცხადება ფარული მოსმენების შესახებ ერთ-ერთი კანონპროექტის ავტორმა ეკა ბესელიამ პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

მისი თქმით, ყველა მიზეზის გამო ხელისუფლების პოზიციიდან არ შეიძლება ითქვას, რომ არ ენდობიან შსს-ს.

ბესელიამ ასევე განმარტა, რომ კანონები პოპულარობის მოსატანად არ იწერება და თითოეულ მათგანს თავისი მიზანი აქვს.

ბესელიას ამ ფრაზას კრიტიკით უპასუხა უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა.

„თქვენ ბრძანეთ, რომ კანონები თავის მოსაწონებლად არ უნდა იწერებოდეს. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, თქვენ სწორედ ამიტომ დაწერეთ კანონი, რომ ღარიბაშვილისთვის თავი მოგეწონებინათ,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა.

ნადირაშვილმა კითხვა დაუსვა ბესელიას, თუ რატომ არ შეიმუშავა მან კანონპროექტი ვახტანგ ხმალაძესთან და შალვა შავგულიძესთან ერთად, რომლებიც ამ თემაზე უკვე თითქმის წელიწადია მუშაობენ და რატომ მიიჩნია საჭიროდ დამოუკიდებელი დოკუმენტის წარდგენა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები