03 ოქტომბერი 2024,   15:13
ვრცლად
პატრული დღეს იუბილარია

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ათი წლისთავს აღნიშნავს.
საგანგებო ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან 12-ი საათისთვის არის დაგეგმილი.
ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან. ცნობილია, რომ იუბილეზე საპატრულო პოლიციის ახალი ავტომანქანის პრეზენტაცია გაიმართება. ასევე მოეწყობა გამოფენა, სადაც ნაჩვენები იქნება საპატრულო პოლიციის მუშაობის ამსახველი ფოტომასალა და ვიდეორგოლები.

დღის ამბები