03 ოქტომბერი 2024,   15:16
ვრცლად
გაფიცვა გრძელდება - რკინიგზელები მოთხოვნების დაკმაყოფილებას ამ დრომდე ელიან

გაფიცვა რკინიგზაზე - დღე მეორე! მოთხოვნების შესრულებამდე გაფიცული რკინიგზელები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. რკინიგზელები დაპირებების შეუსრულებლობას აპროტესტებენ.

სამუშაო პროცესი შეფერხებულია თბილისის მახარისხებელ დეპოში. გაფიცვაა რკინიგზის რამდენიმე რეგიონულ განყოფილებაშიც. თანამშრომლები სახელფასო სქემის გადახედვას და ტესტირების სისტემის გაუქმებას ითხოვენ.

ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ გაფიცულია თანამშრომელთა მხოლოდ მცირე ნაწილი, რაც სისტემის მუშაობას ხელს არ უშლის.

ამავე თემაზე
დღის ამბები