09 ოქტომბერი 2024,   18:15
ვრცლად
ვაშინგტონი რუსეთს სანქციების მოხსნას კონკრეტული პირობების სანაცვლოდ სთავაზობს

"ვაშინგტონი მზად არის, გააუქმოს რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციები იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი ყირიმის ნახევარკუნძულზე უკრაინის სუვერენიტეტს აღადგენს."  

ამის შესახებ რუსულ ინტერნეტგამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ვიქტორია ნულანდმა ილაპარაკა. მან ასევე ხაზი გაუსვა რუსეთზე ზეწოლის გაგრძელების საჭიროებას, სანამ ის მინსკის შეთანხმების პირობებს არ შეასრულებს.

პარალელურად, უკრაინის აღმოსავლეთში ეუთოს მონიტორინგის მისიაზე სეპარატისტების მხრიდან მორიგი თავდასხმა განხორციელდა. არავინ დაშავებულა. მომხდარს უკვე გამოეხმაურა ვაშინგტონი.

ამავე თემაზე
დღის ამბები