09 ოქტომბერი 2024,   20:20
ვრცლად
ევროსაბჭომ უკრაინასთან დაკავშირებით დოკუმენტი ვერ მიიღო

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1 ოქტომბრის სესიაზე ევროპელმა კანონმდებლებმა საქართველოს შესახებ მომხსენებლების მიერ წარდგენილი რეზოლუციის შემდეგ უკრაინის საკითხზეც იმსჯელეს. ქვეყანაში არსებულ კრიზისთან დაკავშირებით დარბაზში დისკუსია გაიმართა. თუმცა ევროპარლამენტარებმა კონკრეტული დოკუმენტის მიღება ვერ შეძლეს.

უკრაინის დელეგაცია იმედოვნებს, რომ სხვა ქვეყნების დახმარებით ასამბლეის იანვრის სესიაზე ორგანიზაციაში რუსეთის წევრობის შეჩერების საკითხი დღის წესრიგში შევა.

"ვაპირებთ დავაყენოთ საკითხი რუსეთის წევრობასთან დაკავშირებით, რადგან ამ ქვეყანამ უხეშად დაარღვია ორგანიზაციის წესდება. ჩვენ ამის შესახებ მუდმივად უნდა ვილაპარაკოთ და ევროპის სახალხო პარტია ვაიძულოთ სიტყვებიდან საქმეზე გადავიდნენ. მხოლოდ საქმით შეიძლება პუტინის ნეონაცისტური რეჟიმის შეჩერება," - განაცხადა რუსთავი2-თან ინტერვიუში უკრაინელმა დეპუტატმა ვლადიმერ არიევმა.

სტრასბურგში იმყოფება ყირიმელი თათრების ლიდერი მუსტაფა ჟემალიევი. მან თავის გამოსვლაში იმ საფრთხეზე ილაპარაკა, რომელიც ყირიმელ თათრებს ემუქრება. კონკრეტულად კი შესაძლო დეპორტაცია ყირიმის ტერიტორიიდან და ლიდერების ლიკვიდაცია.

დღის ამბები