03 ოქტომბერი 2024,   15:15
ვრცლად
თურქეთის ქართული დიასპორის წარმომადგენლები პატრიარქს შეხვდნენ

თურქეთში მცხოვრები ქართველები მიიღო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. თბილისში საერთაშორისო კონფერენციაზე ჩამოსულმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა ილია მეორეს თურქეთში ქართული ენის სწავლების მხრივ არსებული ვითარება გააცნეს და დახმარება სთხოვეს.

თურქეთში მცხოვრებმა ქართველებმა პატრიარქს საჩუქრად თურქულიდან ქართულ ენაზე ნათარგმნი წიგნები გადასცეს.

„მისმა უწმინდესობამ კონკრეტული ღონისძიებები დასახა ჩვენ წინაშე მეცნიერების განვითარებისა და კულტურული ურთიერთობის სფეროში. ურთიერთობების გაღრმავება გულისხმობს თურქეთში ახალი კულტურული ცენტრების, როგორც ქართული, ისე კავკასიური კულტურული ცენტრების შექმნას,“ - განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა.

დღის ამბები