03 ოქტომბერი 2024,   15:15
ვრცლად
10 წელი ქვეყნის სამსახურში - პატრულის ათწლიანი ისტორია

საპატრულო პოლიცია 2004 წელს, ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩამოყალიბდა. ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული სფეროს რეფორმირების პროცესი ჯერ გიორგი ბარამიძემ, ხოლო შემდეგ ვანო მერაბიშვილმა განაგრძო.

რეფორმის მიმდინარეობის პროცესში გადაამზადეს სისტემაში მომუშავე ადამიანები. რეფორმირების პროცესში შეიცვალა ტექნიკა, ინფრასტრუქტურა, გარემონტდა პოლიციის შენობები, შეიცვალა ავტომობილები, გაიზარდა ეკიპაჟთა რაოდენობა და სრულად შეიცვალა პატრულ-ინსპექტორთა ფორმაც.

10 წლის განმავლობაში მოსახლეობაში გაიზარდა საპატრულო პოლიციისადმი ნდობის რეიტინგიც. 

10 წლის თავზე კი საპატრულო პოლიცია განვითარებას განაგრძობს. დღეს ახალი საპატრულო პოლიციის მანქანის Ford Interceptori-ის პრეზენტაცია გაიმართება. Ford Interceptori დიდი გამძლეობით, უსაფრთხოების და მოძრაობის გაძლიერებული მახასიათებლებით გამოირჩევა. იგი სპეციალურად აშშ-ის საპატრულო პოლიციისთვის არის შექმნილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები