03 ოქტომბერი 2024,   15:21
ვრცლად
Ford Interceptori - პატრულის ახალი მანქანა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი საპატრულო მანქანები ჰყავს. Ford Interceptori-ის მარკის ახალი ავტომობილები თბილისში უახლოეს პერიოდში გამოჩნდება.

Ford Interceptori დიდი გამძლეობით, უსაფრთხოების და მოძრაობის გაძლიერებული მახასიათებლებით გამოირჩევა. ის სპეციალურად აშშ-ის საპატრულო პოლიციისთვის არის შექმნილი.

მანქანა აღჭურვილია სხვადასხვა დამატებითი უსაფრთხოების მოწყობილობითა და სისტემით, რომელიც არ გააჩნია საქართველოში დღეს მოქმედ არცერთ სპეციალურ ავტომობილს.

აღსანიშნავია, რომ Ford Interceptori-ს ავტომანქანებს სამწლიანი საექსპლუატაციო ვადა აქვთ, რაც საპატრულო პოლიციის სარგებლობაში არსებული ავტომანქანების შენახვის ხარჯებს გაცილებით შეამცირებს.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უკვე გაიარეს სპეციალური კურსებიც. ტრენინგები ექსტრემალურ მართვასა და მანევრირებაში რუსთავის ავტოდრომზე ჩატარდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ტრეინინგ კურსები ამერიკელმა სპეციალისტებმა ჩაუტარეს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები