03 ოქტომბერი 2024,   15:16
ვრცლად
გოგალაძის მიერ გათავისუფლებული გიორგი შოვნაძე თანამდებობაზე აღადგინეს

ხათუნა გოგალაძის მიერ გათავისუფლებული გიორგი შოვნაძე სასამართლომ თანამდებობაზე აღადგინა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილი უფროსი თანამდებობიდან 2013 წლის მაისში მინისტრ ხათუნა გოგალაძის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა. წელიწადნახევრიანი დავის შემდეგ კი გიორგი შოვნაძემ სასამართლო დავა მოიგო.

შოვნაძის გათავისუფლების მიზეზად 2013 წელს მინისტრის ბრძანებულებით რიგი დარღვევები გახდა. როგორც გოგალაძის უწყება განმარტავდა, სააგენტოს მიერ არასრულყოფილად ხდებოდა კონტრაქტორი ორგანიზაციების საგადასახადო შემოწმება, ასევე არასწორად ტარდებოდა ხარჯთაღრიცხვა.

თავად გიორგი შოვნაძე მაშინ აცხადებდა, რომ მისი გადაყენება პოლიტიკური და პირადი გადაწყვეტილებით მოხდა.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ თანამდებობა დატოვა დაცული ტერიტორიების სააგენტოს მოქმედმა თავმჯდომარემ რატი ჯაფარიძემ. 

დღის ამბები