03 ოქტომბერი 2024,   15:20
ვრცლად
სარკინიგზო შემთხვევები - მატარებლებს გამოუცდელი პირები მართავენ

3 სარკინიგზო შემთხვევა მოხდა გასული 12 საათის განმავლობაში საქართველოში. ინფორმაციას ავარიების შესახებ პროფკავშირები და რკინიგზის გაფიცული თანამშრომლები ავრცელებენ.

არსებული ინფორმაციით, ლილოში მატარებელი რელსებიდან გადავიდა და დაზიანდა 2 ვაგონი. შემთხვევა მოხდა სუფსაშიც, სადაც მატარებელმა მოძრაობის წესები დაარღვია და წითელზე გავლის დროს ინფრასტრუქტურა დააზიანა. ინციდენტი მოხდა ხაშურშიც.

აქციის მონაწილეების განცხადებით, რკინიგზის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება და გამოუცდელი კადრები დაასაქმა.

რკინიგზაში კი გაფიცვა გრძელდება. რკინიგზის თანამშრომლები თბილისსა და რამდენიმე რეგიონში ადმინისტრაციის გადადგომას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები