03 ოქტომბერი 2024,   15:25
ვრცლად
მონიტორინგის ცენტრი "მედიატორი" ხე-ტყის უკანონო ჭრას ივანიშვილს უკავშირებს

მონიტორინგის ცენტრი "მედიატორი" ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს ხელმოწერილ დოკუმენტს ასაჯაროებს, რომლის მიხედვითაც, ასოციაცია ”ატუს” რაჭაში ხე-ტყის მოჭრის ნებართვა მიეცა.

ცენტრის დირექტორი გიორგი ბიჩინაშვილი აცხადებს, რომ დოკუმენტის თანახმად, კომპანიას 10 ათასი კუბური მეტრი შეშის მოჭრის ნებართვა აქვს. თუმცა, სინამდვილეში, ის ბევრად მეტს ჭრის და ამის დამადასტურებელი მასალებიც არსებობს.

"მედიატორში" ამბობენ, რომ „ატუსი“ ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაში არსებული ერთ-ერთი ორგანიზაციის შვილობილი კომპანიაა.  

ბიჩინაშვილი შესაბამის ორგანოებს აღნიშნული საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. 

დღის ამბები