09 ოქტომბერი 2024,   20:20
ვრცლად
უკრაინის საკითხი ეუთოშიც პრიორიტეტულია

უკრაინაში მიმდინარე პროცესები, რუსული აგრესია და ამ აგრესიის საწინააღმდეგოდ გასატარებელი საერთშორისო ქმედებები იქნება ეუთოს საშემოდგომო სესიაზე განხილვის მთავარი თემები. სესია ჟენევაში გაიმართება. 

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია. იგეგმება საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სიტყვით გამოსვლა, რომლებიც, უკრაინის საკითხის გარდა, შეეხებიან საქართველოში მიმდინარე პროცესებსაც, კონკრეტულად კი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, ადამიანის უფლებებსა და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებს.

ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დელეგაციის წევრების შეხვედრები ეუთოს მაღალჩინოსნებთან.

ეუთოს მე-13 საშემოდგომო სესია შვეიცარიაში 3-5 ოქტომბერს გაიმართება და მას 53 ქვეყნის 200-მდე წარმომადგენელი დაესწრება.

დღის ამბები