03 ოქტომბერი 2024,   15:17
ვრცლად
პრეზიდენტის ადმინისტრაციის არქივის ყოფილი თანამშრომელი დაკითხვაზე დაიბარეს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი პროკურატურაში იმყოფება. ავთანდილ კემულარია საგამოძიებო უწყებაში მოწმის სახით დაიბარეს.

კემულარია აცხადებს, რომ ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის არქივში მუშაობდა 2013 წლის მაისიდან დეკემბრის ჩათვლით. მანამდე კი მას ადმინისტრაციის საქმიანობასთან შეხება არ ჰქონია, რადგან, როგორც სამხედრო მოსამსახურე, ერაყსა და ავღანეთში მსახურობდა. 

ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა საქმეზე აქვს კითხვები გამოძიებას კემულარიასთან. თუმცა აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ დაკითხვაზე უკვე იმყოფებოდა სააკაშვილის პირადი ოპერატორი თამაზ შავშიშვილი, რომელსაც კითხვები 2008 წელს გადაღებული ვიდეოარქივის შესახებ დაუსვეს. გამოძიებამ ასევე დაკითხა სააკაშვილის ყოფილი მზარეული და პირადი დაცვის თანამშრომლები.

ამავე თემაზე
დღის ამბები