03 ოქტომბერი 2024,   15:16
ვრცლად
გადადგეს პაატა ზაქარეიშვილი! - გამაფრთხილებელი აქცია

თანასწორობისა და შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გადადგომის მოთხოვნით დღეს თბილისში გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გაიმართება.

პაატა ზაქარეიშვილის წინააღმდეგ აქციის ორგანიზება სოციალურ ქსელ Facebook-ში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

აქცია ლეონიძის ქუჩაზე, სამინისტროს შენობასთან 17:00 საათზე დაიწყება. გამაფრთხილებელ აქციაზე მისვლას 300-მდე ადამიანი გეგმავს.

აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პაატა ზაქარეიშვილმა რუსეთსა და დე ფაქტო აფხაზეთს შორის გაფორმებული თანამშრომლობის შეთანხმება საქართველოს სწორი პოლიტიკის მიღწევად შეაფასა. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები მინისტრს არაკომპეტენტურობასა და ქვეყნისათვის ზიანის მომტანი განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებენ.

გამაფრთხილებელი საპროტესტო აქციის შემდეგ მოქალაქეები მინისტრის კაბინეტში 7-პუნქტიანი განცხადების დატოვებასაც გეგმავენ.

"რუსთავი 2-ს" დაგეგმილი აქციის შესახებ მოქალაქე მეგი გოცირიძემ შეატყობინა. გოცირიძე ერთ-ერთი იმ მოქალაქეთა შორისაა, რომელიც აქციაზე მისვლას გეგმავს და პაატა ზაქარეიშვილის გადადგომას მოითხოვს.

„ზაქარეიშვილის განცხადებები ყოველთვის არის საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო და მის მიერ განხორციელებული პოლიტიკა საფრთხეს უქმნის არა მარტო ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობას,“ - აცხადებს აქციის მონაწილე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები