09 ოქტომბერი 2024,   18:19
ვრცლად
უკრაინის რადა არჩევნების შემდეგ პირველად შეიკრიბა

უკრაინის რადა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველად შეიკრიბა. სხდომას პირადად ქვეყნის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დაესწრო.

დღევანდელ სესიაზე პარლამენტარები ახალ თავმჯდომარეს და ახალ პრემიერ-მინისტრს აირჩევენ.

სპიკერის პოსტზე პეტრო პოროშენკოს ბლოკი საკუთარი თანაპარტიელის ვლადიმერ გროისმანის კანდიდატურის წაყენებას აპირებს, ხოლო მთავრობის ხელმძღვანელის პოსტს კვლავ არსენი იაცენუკი დაიკავებს.

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ პრეზიდენტი ახალ კანონპროექტს ამზადებს, რომელიც უცხოელ სპეციალისტებს მინისტრთა კაბინეტში მუშაობის უფლებას ანიჭებს. 

დღის ამბები