03 ოქტომბერი 2024,   15:14
ვრცლად
საბავშვო ბაღში პურში მღრღნელის ცურცლი აღმოჩნდა

ახალციხის მეხუთე საბავშვო ბაღში საკვებად გამზადებულ პურში მღრღნელების ცურცლი აღმოჩნდა.

ეს ფაქტი ქალაქის მერიაში ბაღის მენეჯერებთან და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან შეხვედრის დროს გახდა ცნობილი.

შეხვედრაზე მეხუთე საბავშვო ბაღის მენეჯერმა ის პურის ნაჭერი წარმოადგინა, რომელიც საბავშვო ბაღის კვების ობიექტიდან ამოიღეს.

 ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი ამ ფაქტს უარყოფს, თუმცა მის შესწავლას გეგმავს.

 (ფოტო არ არის რეალური)

დღის ამბები