03 ოქტომბერი 2024,   15:23
ვრცლად
თბილისში მანქანა აფეთქდა - დაშავებულია 2 მოქალაქე

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მანქანა დაიწვა. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ.

შეჯახების შედეგად მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომობილი აფეთქდა, რის შედეგადაც მანქანა მთლიანად დაიწვა. ინციდენტის დროს 2 მოქალაქე დაშავდა.

დაშავებულები მსუბუქად დაშავდნენ.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ავარია ე.წ. საცობის შექმნის მიზეზიც გახდა.

დღის ამბები