03 ოქტომბერი 2024,   15:21
ვრცლად
"არა ანექსიას!" - ახალგაზრდების აქცია ენგურის ხიდზე

"არა ანექსიას!" - ამ ლოზუნგით აქცია გაიმართა ენგურის ხიდზე. მოქალაქეებმა ცოცხალი ჯაჭვით ერთიანი საქართველოს რუkა წარმოადგინეს და ამ ფორმით გააპროტესტეს რუსეთის აგრესიული პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით.

აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც დე ფაქტო აფხაზეთსა და რუსეთს შორის ე.წ. შეთანმხებას მოეწერა ხელი. აქციის მონაწილეები საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას აკრიტიკებენ და მთავრობას ქმედითი საგარეო პოლიტიკის წარმატებისკენ მოუწოდებენ.

აქციის მონაწილეები ავტომობილებით ახლა ზუგდიდში გადაადგილდებიან და რუსეთის ანექსიას ქალაქის ქუჩებში აპროტესტებენ.  

აქციას ორგანიზება პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდულმა ფრთამ გაუწია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები