03 ოქტომბერი 2024,   15:12
ვრცლად
მკვლელობების სტატისტიკა და კრიმინალის გაუარესებული მაჩვენებლები

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს.

ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია 2006-2014 წლებში მომხდარი მკვლელობებისა და მკვლელობის მცდელობების მონაცემები.

IDFI განმარტავს, რომ შსს-ს მიერ გადმოცემული დოკუმენტი რატომღაც შეიცავდა მხოლოდ 2013 და 2014 წლების პირველი რვა თვის (იანვარი-აგვისტო) სტატისტიკური მონაცემებს, რის საფუძველზეც სრულყოფილი ანალიზის გაკეთება ვერ მოხერხდა.

სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი მკვლელობა ჩადენილია 2007 წელს, როდესაც საქართველოს მასშტაბით აღნიშნული დანაშაულის 249 შემთხვევა დარეგისტრირდა. მომდევნო წლებში მაჩვენებელი ეტაპობრივად იკლებდა და 2011 წელს მხოლოდ 90 მკვლელობის შემთხვევა დასტურდება საქართველოში. 

მატება მკვლელობის შემთხვევების მიმართულებით უკვე 2013 წლიდან შეინიშნება, როდესაც წლის 10 თვის განმავლობაში დადასტურებულია დაახლოებით იმავე ოდენობის მკვლელობის შემთხვევა, რაც 2012 წლის განმავლობაში სრულად. 

განსხვავებული მდგომარეობაა 2014 წლის შემთხვევაში, როდესაც 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2014 წელს მომხდარი მკვლელობების რაოდენობა შემცირებულია 20 ერთეულით.

დღის ამბები