03 ოქტომბერი 2024,   15:16
ვრცლად
ახალქალაქისა და ნინოწმინდის მოსახლეობა მეშვიდე თვეა გაზის გარეშე ცხოვრობს

უკვე 7 თვეა გრძელდება დაპირისპირება ჯავახეთის გაზის კომპანიასა და აბონენტებს შორის. ახალქალაქისა და ნინოწმინდის მოსახლეობა დახმარებას ცენტრალური ხელისუფლებისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისგან (სემეკისგან) ითხოვს.

მოქალაქეები შეწყვეტილი გაზის მიწოდების აღდგენას მოითხოვენ. ”ეს-ჯი-გაზ კომპანიაში” კი აცხადებენ, რომ ბუნებრივი აირის მიწოდება დაზიანებული მრიცხველების გამო შეწყდა და მოსახლეობისგან თანხების გადახდას მოითხოვენ.

ადგილობრივების თქმით, მათ არანაირი დოკუმენტაცია არ მიუღიათ, რის საფუძველზეც უნდა გადაიხადონ თანხა და ამ ფაქტს გამოძალვად აფასებენ.

სემეკმა მიღო გადაწყვეტილება და ”ეს-ჯი-გაზ კომპანია” ჯერ 5 ათასი, შემდეგ კი 15 ათასი ლარით დააჯარიმა, ვითარების გარკვევამდე კი გაზის მიწოდების აღდგენა დაავალა.

დღის ამბები