03 ოქტომბერი 2024,   15:15
ვრცლად
ფსიქოლოგიური პრობლემებისა და ემოციური დარღვევის მქონე ბავშვებს "მწვანე სახლი" მოემსახურება

4 წლამდე ფსიქოლოგიური პრობლემებისა და ემოციური დარღვევის მქონე ბავშვებს უახლოეს მომავალში "მწვანე სახლი" მოემსახურება.

განვითარების შეფერხების, ემოციური დარღვევებისა და აუტიზმის მატარებელი მცირეწლოვანთა ცენტრი 20 წელზე მეტია არსებობს.

ცენტრს სარეკონსტრუქციო სამუშაოები უტარდება, რომლის დასრულების შედეგ მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ მაღალი სტანდარტების ცენტრში სხვადასხვა სახის დახმარება მიიღონ.

ადგილზე 300-ზე მეტი ბავშვის მიღება იქნება შესაძლებელი. სპცეიალურად ამ სამუშაოების შესასრულებლად ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 65 ათასზე მეტი ლარი გამოყო. სამუშაოები დღეს ამავე უწყების მინისტრმა მოინახულა.

დღის ამბები