03 ოქტომბერი 2024,   15:23
ვრცლად
ზაქარეიშვილის გადადგომის მოთხოვნით გამართული აქცია დაპირისპირებით დასრულდა

შერიგებისა და კონფლიქტების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის გადადგომის მოთხოვნით გამართული აქცია ხმაურით და დაპირისპირებით დასრულდა. არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ზაქარეიშვილის გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციაზე „თავისუფალი თაობის“ წარმომადგენლები მივიდნენ და ორგანიზატორებს „სააკაშვილის მიერ მოგზავნილი მონები“ უწოდეს.

ლადო სადღობელაშვილის კომენტარმა აქციის მონაწილეების გაღიზიანება გამოიწვია, რასაც მათ შორის დაპირისპირება მოჰყვა.

ზაქარეიშვილის გადადგომის მოთხოვნით აქციის ჩატარება ბოლო დღეებში მინისტრის მიერ რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე და კონფლიქტურ რეგიონებზე გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. აქციის მონაწილეებმა სახელმწიფო მინისტრი მტერთან კოლაბორაციონიზმში დაადანაშაულეს.

აქციაში მოანწილეობდა ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილიც.

„ვაპროტესტებ ზაქარეიშვილის პრორუსულ პოლიტიკას, რომელსაც არა მხოლოდ ის, არამედ მთავრობაც ატარებს. ისნი უნდა გასამართლდნენ საქართველოს მოღალატეობის მუხლით“, -განაცხადა ნადარეიშვილმა „კურიერთან“ საუბრისას.

ზაქარეიშვილს პრორუსული პოლიტიკის გატარებასა და მოღალატეობრივ მიდგომაში ადანაშაულებდნენ აქციის სხვა მონაწილეებიც.

ამ დროისთვის სამინისტროს ტერიტორია დატოვეს როგორც აქციის ორგანიზატორებმა, ისე „თავისუფალი თაობის“ წარმომადგენლებმა. სამინისტროს წარმომადგენლებს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ამავე თემაზე
დღის ამბები