09 ოქტომბერი 2024,   18:17
ვრცლად
უკრაინის პრემიერმინისტრი კვლავ არსენი იაცენიუკია

არსენი იაცენიუკმა უკრაინის პრემიერმინისტრის პოსტი შეინარჩუნა. ის ამ თანამდებობაზე ახალი მოწვევის პარლამენტმა დაამტკიცა. იაცენიუკის სასარგებლოდ ხმა 341-მა დეპუტატმა მისცა.

უკრაინის რადა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველად დღეს შეიკრიბა. სხდომას პირადად ქვეყნის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დაესწრო. მან დეპუტატებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ უკრაინამ უარი უნდა თქვას ბლოკგარეშე სტატუსზე და აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში განვთარებული მოვლენების შემდეგ ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის მომხრეთა რიცხვი 4–ჯერ გაიზარდა.

დღის ამბები