03 ოქტომბერი 2024,   15:21
ვრცლად
მოსმენების შესახებ კანონი - არასამთავრობო ორგანიზაციები აქციებს იწყებენ

ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის მიერ მოსმენების შესახებ მომზადებული კანონპროექტის მიღების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციები აქციების გამართვით იმუქრებიან.

საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებას მესამე სექტორი ხვალ გააპროტესტებს, ინფორმაცია ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ გაავრცელა. ლომჯარია დღეს ჟურნალისტებთან აქციის გამართვის ადგილს ვერ ასახელებს და დამატებითი დეტალების შესახებ მოგვიანებით აპირებს საუბარს.

ნინო ლომჯარია პრეზიდენტს თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. მას მიაჩნია, რომ გიორგი მარგველაშვილმა, ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის კანონპროექტს ვეტო უნდა დაადოს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები