09 ოქტომბერი 2024,   20:23
ვრცლად
დონეცკში განხორციელებულ იერიშებს ცხრა ადამიანი ემსხვერპლა

ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ოცდაათამდე დაშავდა გუშინ უკრაინის ქალაქ დონეცკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად.

მორიგი იერიშები ქალაქში სწავლის დაწყებას დაემთხვა. ჭურვები სკოლის შენობასაც მოხვდა, სადაც ერთი მასწავლებელი და ორი მშობელი დაიღუპა.

ეს ფაქტი საერთაშორისო ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშენალმა“ საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმების დარღვევად შეაფასა და პასუხისმგებლობა დააკისრა, როგორც რუს სეპარატისტებს, ისე უკრაინის არმიას და ორივე მხარეს მოუწოდა, აღარ განახორციელონ იერიშები დასახლებულ პუნქტებზე.

გვიან ღამით უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ტელეფონით ისაუბრეს რუსეთის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცელარმა. ვლადიმერ პუტინმა და ანგელა მერკელმა განაცხადეს, რომ მინსკის სამშვიდობო შეთანხმების პირობების შესრულება მნიშვნელოვანია.

დღის ამბები