03 ოქტომბერი 2024,   15:22
ვრცლად
ასპინძა სარწყავი წყლის გარეშე - რამ გამოიწვია მდინარე მტკვარის დაშრობა?

ასპინძის რაიონის მოსახლეობა სარწყავი წყლის გარეშეა დარჩენილი. მტკვარი, რომელიც ადგილობრივებისთვის წყლით მომარაგების ერთადერთი საშუალება იყო, თითქმის დამშრალია. მდინარის დონე ასპინძის მუნიციპალიტეტის 5 სოფელში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 90 პროცენტით შემცირდა.

ადგილობრივი ხელისუფლება დახმარებას ცენტრალური მთავრობისგან ელოდება. ასპინძის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გეგმა მხოლოდ თევზების გადარჩენის მიზნით შეიმუშავეს.

თბილისის ტერიტორიაზე შენაერთების გამო მდინარეს პრობლემები არ შექმნია. სამცხე-ჯავახეთში მტკვრის დაშრობის ზუსტი მიზეზი კი ამ დროისათვის უცნობია.

გარემოსდამცველები ორ ვერსიას განიხილავენ. ერთი ვერსიის მიხედვით, თურქეთის ტერიტორიაზე წყალსაცავის მშენებლობა მიმდინარეობს და წყლის დიდი ნაწილი სწორედ მის შესავსებად გამოიყენება. გარემოსდამცველების ნაწილი შექმნილ მდგომარეობას ბუნებრივ კატასტროფასაც უკავშირებს.

თურქეთის ტერიტორიაზე წყალსაცავის სავარაუდო მშნებელობის შესახებ ინფრომაციას არ ფლობენ გარემოს დაცვის სამინისტროში. გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მტკვარში წყლის დონის კლების გამო მონიტორინგი მიმდინარეობს.  

დღის ამბები