03 ოქტომბერი 2024,   15:24
ვრცლად
დღე 2 - რკინიგზელების აქციას სოლიდარობის ნიშნად სტუდენტები შეუერთდნენ

გაფიცვის მეორე დღე. რკინიგზის თანამშრომლების მოთხოვნებს ადმინისტრაცია არ თანხმდება.

დღეს კიდევ ერთი შეხვედრა დასრულდა უშედეგოდ, რომელშიც პროფკავშირებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. შესაბამისად აქციები არ შეწყდება.

გაფიცულთა მოთხოვნებს სახელფასო ანაზღაურებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი დაემატა, დეპოს ადმინისტრაციის გათავისუფლება.

თავად აქციას კი დღეს სტუდენტებიც შეუერთდნენ. სტუდენტებმა რკინიგზის გაფიცულ თანამშრომლებს სოლიდარობა გამოუცხადეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები